top of page

ბიზნესის რეგისტრაცია საქართველოში - სწრაფი და მარტივი გზა კომპანიის გასახსნელად

ბიზნესის წარმატებას საფუძველი საძირკველშივე ეყრება. მნიშვნელოვანია, თუ ვის ანდობთ იმას, რისთვისაც დრო და ენერგია დახარჯეთ.

 

საკუთარი საქმის წამოწყება ნებისმიერი ადამიანისთვის დიდი პასუხისმგებლობაა. ეს არის საკითხი, რაზეც დიდხანს ფიქრობენ და როგორც წესი, გადაწყვეტილებას მარტივად არ იღებენ. ამიტომაც, ბუნებრივია, რომ ბიზნესის რეგისტრაცია ისეთ კომპანიას უნდა ანდოთ, რომელიც ბაზარზე გამორჩეულია. 

საერთაშორისო გამოცდილება, უამრავი წარმატებული საქმე, კმაყოფილი კლიენტები, თანამშრომლების კვალიფიკაცია - ეს იმ უპირატესობების მცირე ჩამონათვალია, რითაც ჩვენ, IBCCS TAX საქართველო თავს ვიწონებთ. ვამაყობთ, რომ კლიენტებს სრულყოფილ მომსახურებას ვთავაზობთ და მათ ნდობას ვიმსახურებთ. 

ევროპისა და აზიის გზაგასაყარი - საქართველო, ბიზნესის წარმოებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ქვეყანაა. აქ შესაძლებელია, რომ კომპანია სულ რაღაც რამდენიმე დღეში გაიხსნას. თუმცა, პროცესის სწორად წარსამართად, მნიშვნელოვანია, რომ სანდო პარტნიორი გყავდეთ.

რას მოიცავს IBCCS TAX საქართველოს მომსახურება? 

ჩვენ სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლებთან მუშაობის დიდი გამოცდილება გვაქვს. ეს კი საშუალებას გვაძლევს, რომ საზოგადოებას კვალიფიციური მომსახურება შევთავაზოთ. 

უფრო კონკრეტულად, ჩვენი სერვისი შემდეგ საკითხებს მოიცავს:​

  • იურიდიული მისამართით უზრუნველყოფას, რასაც საქართველოში შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების ან ინდმეწარმის რეგისტრაცია მოითხოვს; 

  • მინდობილობის დოკუმენტის მომზადებას. ეს აუცილებელია კომპანიის დისტანციურად დასარეგისტრირებლად;

  • საქართველოსა თუ სხვა, თქვენთვის საინტერესო ქვეყანაში არსებულ საკანონმდებლო რეგულაციებთან შესაბამის მემორანდუმს (ქარტია); 

  • შპს-ის რეგისტრაციისთვის შერჩეული სახელის დადასტურებას, რათა საწარმოს რეგისტრაციის განაცხადი არ დახარვეზდეს ან შეწყდეს;

  • საბანკო ანგარიშის გასახსნელად საჭირო პროცედურებში დახმარებასა და მომსახურების სრულ სპექტრს. 

ბიზნესის წარმოების ფორმები საქართველოში

Business center

კომპანიის დაფუძნება და ბიზნესის რეგისტრაცია

ჩვენ კომპანიებს სისწრაფესა და სიმარტივეს ვთავაზობთ. რეგისტრაციის დროს სხვადასხვა ნიუანსის გათვალისწინებაა საჭირო, რაც ჩვენს გუნდს არ გამოეპარება. 

  • რეგისტრაციის პროცესი - კომპანიის სწრაფი და გამარტივებული რეგისტრაცია, რაც საქართველოს ბიზნესგარემოზე მორგებულ რეგულაციებს ეყრდნობა;

  • სამართლებრივი ჩარჩო - რეგისტრაციისას იურიდიული მხარდაჭერა კანონმდებლობასთან სრულ შესაბამისობას და კლიენტის ინტერესების დაცვას უზრუნველყოფს;

  • სპეციალური სტატუსები - საჭიროების შემთხვევაში, სპეციალური საგადასახადო სტატუსების მოპოვება და შესაბამისი საგადასახადო რეგისტრაციები იწარმოება.

შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება (შპს/LLC) საქართველოში

საქართველოში შპს რეგისტრაცია რთული პროცედურა არ არის, თუმცა, რასაკვირველია, გარკვეული მოთხოვნები არსებობს. ვადებისა და კრიტერიუმების შესახებ ინფორმაციას ახლა გაგაცნობთ. 

 

  • რეგისტრაცია: 1-2 დღე; მინიმალური კაპიტალი არ მოითხოვება;

  • მოქნილობა: არ არის საჭირო საქართველოში ყოფნა ან მოქალაქეობა (როგორც დირექტორისთვის, ისე პარტნიორისთვის);

  • დისტანციური მომსახურება: საბანკო ანგარიშის გახსნა შესაძლებელია ადვოკატის მეშვეობით, ჩამოუსვლელად;

  • დოკუმენტაცია: დგება ქართულ ან ორენოვან (GE/EN) ფორმატში;

  • ანგარიშგება: საჭიროა ყოველთვიური დეკლარირება; აუდიტი (IFRS) სავალდებულოა მხოლოდ მსხვილი საწარმოებისთვის;

  • დაბეგვრა: მოგების გადასახადი (15%) იხდება მხოლოდ დივიდენდის გაცემისას (ე.წ. „ესტონური მოდელი“).

დამატებითი საგადასახადო შეღავათები და სპეციალური სტატუსები საქართველოში

Axis Towers Tbilisi

ინდივიდუალური მეწარმე (IE) საქართველოში

აღსანიშნავია, რომ ფიზიკურ პირებს ან ორგანიზაციებს, რომლებიც საქართველოს რეზიდენტი ან არარეზიდენტი პირები არიან, მომსახურების მიღება საქართველოს გარეთ და მის ტერიტორიაზე შეუძლიათ. 

  • ​რეგისტრაცია და საბანკო ანგარიშის გახსნა შესაძლებელია დისტანციურად, მინდობილობით.

  • დაბეგვრა: 20%, ან 1% მცირე ბიზნესის სტატუსის მფლობელებისთვის. მცირე ბიზნესის სტატუსის შესანარჩუნებლად საჭიროა წლიური ბრუნვა 500 000 ლარზე ნაკლები გქონდეთ. გაითვალისწინეთ, სტატუსი მხოლოდ გარკვეული ტიპის ბიზნეს საქმიანობას ენიჭება.  

  • კრიპტოვალუტების გაყიდვიდან მიღებულ მოგებაზე საშემოსავლო გადასახადი არ გადაიხდება.

საერთაშორისო კომპანია (IC) საქართველოში

ეს სტატუსი საქართველოს IT კომპანიებისთვის რეგიონულ ჰაბად აქცევს. მისი საშუალებით, ბიზნესს მინიმალური საგადასახადო ხარჯები აქვს.

  • კომპანია იქმნება ისევე, როგორც ადგილობრივი შპს და IC ლიცენზიას შემოსავლების სამსახური აძლევს.

  • დაბეგვრა: გათავისუფლებულია დივიდენდის მოგების გადასახადისგან, დღგ-ისა და ქონების გადასახადისგან, შემცირებულია საშემოსავლო გადასახადი CIT-სა და PIT-ზე საქართველოში.

ვირტუალური ზონის IT კომპანია (VZC) საქართველოში

ეს სტატუსი საქართველოში სპეციალური საგადასახადო რეჟიმია, რომელიც ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) სფეროში მოქმედი კომპანიების ხელშესაწყობადაა შექმნილი.

VZC სტატუსის არსი და სარგებელი შემდეგია:

  • სპეციალური საგადასახადო რეჟიმი: კომპანიას შეუძლია სპეციალური საგადასახადო სტატუსით ისარგებლოს, რაც ბიზნესის ეფექტურობის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა;

  • საგადასახადო ოპტიმიზაცია: სტატუსი საშუალებას იძლევა გამოიყენოთ ხელსაყრელი საგადასახადო განაკვეთები და შეღავათები რეინვესტირებულ მოგებაზე;

  • IT სექტორის მხარდაჭერა: საქართველო აღიარებულია, როგორც მაღალი პოტენციალის მქონე ქვეყანა IT დეველოპმენტის მიმართულებით;

  • ფოკუსირება ექსპორტზე: მომსახურება მოიცავს საგადასახადო მხარდაჭერას ექსპორტზე ორიენტირებული ბიზნესებისთვის და ტრანსსასაზღვრო ოპერაციების ანალიზს.

Free Industrial Zones image

სპეციალური სავაჭრო კომპანია (STC) საქართველოში

ამ სტატუსის საშუალებით, საერთაშორისო ვაჭრობით დაკავებულ ქართულ კომპანიებს საგადასახადო დანახარჯები მნიშვნელოვნად უმცირდებათ. ჩვენი გუნდის გამოცდილება კი დაგეხმარებათ, რომ თქვენი კომპანიის საქმიანობა როგორც ლოკალურ, ისე საერთაშორისო სტანდარტებთან სრულ შესაბამისობაში იყოს.

STC-ის უპირატესობები შემდეგია: 

  • საგადასახადო ოპტიმიზაცია: სტატუსი საშუალებას იძლევა ბიზნესმა ხელსაყრელი საგადასახადო განაკვეთებით ისარგებლოს;

  • გათავისუფლება: შესაძლებელია საგადასახადო შეღავათების მიღება რეინვესტირებულ მოგებაზე;

  • საერთაშორისო დაბეგვრა: საერთაშორისო შემოსავლების დაბეგვრის სტრუქტურირება და გლობალური ოპერაციების საგადასახადო მოდელირება.

თავისუფალი ინდუსტრიული ზონები (FIZ) საქართველოში 

საქართველოში თავისუფალი ინდუსტრიული ზონა (FIZ) ბიზნესს მაქსიმალურად გამარტივებულ საგადასახადო გარემოს სთავაზობს. მისი არსი საერთაშორისო სავაჭრო და ლოგისტიკური ჰაბის შესაქმნელად ქვეყნის სტრატეგიული მდებარეობის გამოყენებაა. 

მთავარი უპირატესობები მოიცავს მნიშვნელოვან საგადასახადო ოპტიმიზაციას, მათ შორის შეღავათებს რეინვესტირებულ მოგებაზე, კომპანიის სწრაფ რეგისტრაციას და საერთაშორისო ფინანსურ სტანდარტებთან (IFRS/GAAP) სრულ თავსებადობას.

IBCCS TAX საქართველოში კლიენტებს სპეციალური საგადასახადო სტატუსის მოპოვებაში, ლიცენზირებასა და სამართლებრივი შესაბამისობის მუდმივ კონტროლში ვეხმარებით.

რატომ უნდა გვენდოთ - რა განგვასხვავებს სხვებისგან? 

ქართულ ბაზარზე არსებული სტანდარტებისგან IBCCS TAX საქართველოს რამდენიმე ფუნტამენტური უპირატესობა განასხვავებს. ახლა რამდენიმე მათგანზე მოკლედ ვისაუბრებთ. 

საერთაშორისო მასშტაბი და გამოცდილება

 

  • საერთაშორისო ქსელი: კომპანია საერთაშორისო ჯგუფის წევრია, რომელსაც ოფისები საქართველოში, კვიპროსში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და უზბეკეთში აქვს.

  • გლობალური ექსპერტიზა: 2018 წლიდან კომპანიამ საერთაშორისო დაბეგვრისა და ტრანსსასაზღვრო ოპერაციების მართვაში სიღრმისეული ცოდნა დააგროვა. 

 

გუნდის კვალიფიკაცია და უცხოელ კლიენტებთან მუშაობა

 

  • ენობრივი უპირატესობა: თანამშრომელთა 95%-ს უცხო ენას მაღალ დონეზე ფლობს, მაშინ, როცა ინდუსტრიის საშუალო მაჩვენებელი 20%-ია.

  • პრაქტიკული გამოცდილება: გუნდის 85%-ს უცხოელ კლიენტებთან მუშაობის გამოცდილება აქვს. ბაზრის სტანდარტი კი, 10%-ია.

 

კლიენტზე ორიენტირებული პირობები

 

  • უფასო კონსულტაცია: ბუღალტრული მომსახურება ყოველთვიურად მოიცავს ერთ (1) უფასო საათს ანგარიშის მენეჯერთან ან ბუღალტერთან.

  • რეალური გადაწყვეტილებები: მომსახურება მორგებულია რეალურ ბიზნეს გამოწვევებზე და არა თეორიულ მოდელებზე.

  • გამჭვირვალობა: ჩვენი კომპანიის მუშაობის პრინციპები ტრანსპარენტულობას, პირდაპირ კომუნიკაციას და შესრულების მაღალ ხარისხს ეფუძნება.

 

სწორედ ამ ყველაფრის ერთობლიობა აქცევს IBCCS TAX საქართველოს გამორჩეულ კომპანიად, რომელიც ბიზნესის უსაფრთხო და სტაბილურ ზრდას უზრუნველყოფს. 

 

თუ ბიზნესის რეგისტრაცია, შპს რეგისტრაცია ან ინდმეწარმის რეგისტრაცია გსურთ, უკვე იცით, ვის უნდა ენდოთ. 

 

დაგვიკავშირდით ნომერზე +995 32 24 24 837 და დაჯავშნეთ კონსულტაცია.

მზად ხართ განავითაროთ თქვენი ბიზნესი და ინვესტიცია ჩადოთ საქართველოში?

მოუთმენლად ველით აღნიშნულთან დაკავშირებით თქვენთან საუბარს

bottom of page