top of page
Tbilisi view by IBCCS

მორგებული კორპორატიული გადაწყვეტილებები

ჩვენ გეხმარებით კომპანიის დაფუძვნებასა და მართვაში, სხვა ქვეყნიდან რელოკაციაში, იურიდიული, საგადასახადო და საბუღალტრო საკითხების მოგვარებასა და უძრავ ქონებაში ინვესტირებაში.

პროფესიონალიზმი და გამოცდილება საერთაშორისო სააგდასახადო დაგეგმარებაში ჩვენი გუნდის მნიშნელოვანი კონკურენტული უპირატესობებია.

თითოეული მომხმარებელი უნიკალურია - სწორედ ამიტომ ვთავაზობთ დაინტერესებულ პირებს ინდივიდუალურ საჭიროებაზე მორგებულ გადაწყვეტილებებს და ვუზრუნველყობთ მათ წარმატებულ საქმიანობას.

"IBCCS საქართველო" საერთაშორისო კომპანია IBCCS Tax-ის ქართული წარმომადგენლობაა. ჩვენ გეხმარებით აღმოაჩინოთ საქართველოს პოტენციალი როგორც ბიზნესისთვის, ასევე საცხოვრებლად.

 

ლიმასოლში (კვიპროსი), ტალინსა (ესტონეთი) და ერევანში (სომხეთი) მდებარე ოფისები საშუალებას გვაძლევს უფრო ეფექტურად ვითანამშრომლოთ კლიენტებსა თუ პარტნიორებთან და ვუზრუნველვყოთ მრავალფეროვანი, ინკლუზიური სამუშაო გარემო ჩვენი გუნდის წევრებისთვის.


აგრეთვე გასათვალისწინებელია, რომ სურვილის შემთხვევაში, "IBCCS საქართველოს" მომსახურების მიღება შესაძლებელია მსოფლიოს ნებისმიერ განვითარებულ ქვეყანაში, გამოცდილი პარტნიორების დიდი ქსელის მეშვეობით.

მიმართულებები

"IBCCS საქართველოს" ექსპერტიზა მოიცავს მრავალფეროვან  საქმიანობას. ჩვენ ვუზრუნველყობთ საბუღალტრო და საგადასახადო მომსახურებას ბიზნესის ფართო სპექტრისთვის, მათ შორის:

 

  • პროგრამული მხარდაჭერა და უზრუნველყოფა

  • მშენებლობა და დეველოპერული საქმიანობა

  • წარმოება 

  • გაზი და ნავთობი

  • განახლებადი ენერგია

  • ტურიზმი და დასვენება

  • სოფლის მეურნეობა

  • ლოჯისტიკა და ვაჭრობა

 

ჩვენი მაღალკვალიფიციური გუნდი უზრუნველყოფს კლიენტებსა და პარტნიორებზე მორგებული, პროფესიონალური გადაწყვეტილებების მიღებას ზემოთ აღნიშნულ სფეროებში.

Skyscrapers and Sky

ჩვენი მომსახურებები

როგორც საერთაშორისო საკონსულტაციო ფირმას, გვაქვს ყველა აუცილებელი პირობა და დიდი  გამოცდილება, ფიზიკური თუ იურიდიული პირებისთვის მრავალფეროვანი მომსახურების გასაწევად.

ფინანსები
& გადასახადები

მიანდეთ თქვენი ფინანსები, გადასახადები და ბუღალტრული აღრიცხვა ჩვენს პროფესიონალებს და მშვიდად დაუთმეთ დრო ბიზნესის განვითარებას.

საემიგრაციო სერვისები

საემიგრაციო მომსახურების გაწევა საქართველოში ჩამოსული პირებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის - ლეგალურად ცხოვრების უფლების მოპოვება.

ბიზნესის რეგისტრაცია

ბიზნესის რეგისტრაცია და კომპანიების დაფუძვნება ქართველი და უცხოელი კლიენტებისათვის - როგორც საქართველოში, ასევე მის საზღვრებს გარეთ.

იურიდიული მომსახურება

მაღალკვალიფიციური იურისტები დაგეხმარებიან კომპლექსური სამართლებრივი საკითხების მოგვარებასა და იურიდიული ბარიერების გადალახვაში.

"IBCCS საქართველო" 
რიცხვებში

* 2022/2023-ში

ჩვენი გუნდი

ჩვენი გუნდი ფლობს ცოდნასა და პრაქტიკულ გამოცდილებას საერთაშორისო საგადასახადო, საბუღალტრო და სამართლებრივ სფეროებში.

დიდ დროს ვუთმობთ თითოეული კლიენტის მიერ დასახული ამოცანების შესწავლასა და მათი მიზნების გათავისებას, რათა ვიპოვნოთ საუკეთესო მოქმედების გზა სასურველი შედეგების მისაღწევად.

bottom of page