გამოსავლის პოვნა ჩვენი სპეციალობაა
ჩვენ გეხმარებით მიიღოთ საუკეთესო გადაწყვეტილებები ქართულ ბაზარზე კომპანიის დასაფუძვნებლად ან მის გადმოსატანად სხვა ქვეყნიდან, საბუღალტრო, იურიდიული და საგადასახადო საკითხების მოსაწესრიგებლად, ბინადრობის შესაცვლელად, უძრავ ქონებაში, პროექტებსა და სტარტაპებში ინვესტიციებისს განსახორციელებლად, აგრეთვე დამატებით სხვა საკითხების მოსაგვარებლად.
ვინ ვართ ჩვენ
"IBCCS საქართველო" საერთაშორისო კომპანი IBCCS Tax-ის ქართული წარმომადგენლობაა. ჩვენ გეხმარებით აღმოაჩინოთ საქართველოს არაჩვეულებრივი პოტენციალი როგორც ბიზნესისთვის, ასევე საცხოვრებლად.
ლიმასოლში (კვიპროსი), ტალინსა (ესტონეთი) და ერევანში (სომხეთი) მდებარე ოფისები საშუალებას გვაძლევს უფრო ეფექტურად ვითანამშრომლოთ კლიენტებსა თუ პარტნიორებთან და ვუზრუნველვყოთ მრავალფეროვანი, ინკლუზიური სამუშაო გარემო ჩვენი თანამშრომლებისთვის.
აგრეთვე გასათვალისწინებელია, რომ სურვილის შემთხვევაში, "IBCCS საქართველოს" მომსახურების მიღება შესაძლებელია მსოფლიოს ნებისმიერ განვითარებულ ქვეყანაში, გამოცდილი პარტნიორების დიდი ქსელის მეშვეობით.
ჩვენ ვართ მოტივირებული ბიზნესკონსულტანტების გუნდი, რომელიც მუდამ მზადაა იურიდიულ და საერთაშორისო საგადასახადო საკითხებში თქვენს მხარდაჭერად.
გამოცდილება საერთაშორისო საგადასახადო საკითხებში და ადგილობრივი კანონმდებლობის ცოდნა ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი აქტივებია. სწორედ ამიტომ შეგვიძლია მომსახურებები კლიენტის ინდივიდუალურ საჭიროებს მოვარგოთ და წარმატებული საქმიანობისათვის აუცილებელი ყველაზე ოპტიმალური გამოსავლიც შევთავაზოთ.
ველით თქვენთან თანამშრომლობას!
გაიცანით ჩვენი გუნდი
ჩვენი გუნდი ფლობს ცოდნასა და პრაქტიკულ გამოცდილებას საერთაშორისო საგადასახადო, საბუღალტრო და სამართლებრივ სფეროებში.
ჩვენ დროს ვუთმობთ თქვენი მიზნებისა და ამოცანების გათავისებას, რათა დავსახოთ მოქმედების საუკეთესო გზები სასურველი შედეგებისის მისაღწევად.