top of page

Ბიზნესის რეგისტრაცია

საქართველო საგადასახადო პოლიტიკით, სტაბილური სამართლებრივი სისტემით და განვითარებული საბანკო ინფრასტრუქტურით გამორჩეული ადგილია მეწარმეებისა და ინვესტორებისთვის. 

 

როგორც ევროპასა და აზიას შორის სტრატეგიული დამაკავშირებელი ხიდის ფუნქციის მატარებელი, გასაკვირი არ არის, რომ ქვეყანა ბიზნესის გარემოს სიმარტივით მსოფლიოში მე-7 ადგილს იკავებს.

საერთაშორისო და ადგილობრივ მომხმარებლებს, რომელთაც სურთ დაარეგისტრირონ საკუთარი ბიზნესი საქართველოში ან სხვა ქვეყანაში, ჩვენი ფირმა ყოვლისმომცველ მომსახურებას სთავაზობს პროცესის მარტივად და ეფექტურად წარსამართად.

ამასთან, "IBCCS საქართველო“ გაგიწევთ იურიდიულ და საგადასახადო კონსულტაციებს, როგორც ლოკალურ საკანონმდებლო რეგულაციებზე, ასევე საერთაშორისო მასშტაბით, იურიდიული პირების დაფუძვნებასა და მენეჯმენტზე.

ჩვენ გთავაზობთ:

  • იურიდიულ მისამართს, რაც აუცილებელია საქართველოში შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების ან ინდივიდუალური მეწარმის დასარეგისტრირებლად;

  • მინდობილობის დოკუმენტის მომზადებას, კომპანიის დისტანციურად დასარეგისტრირებლად;

  • საქართველოსა თუ სხვა, თქვენთვის საინტერესო ქვეყანაში არსებულ საკანონმდებლო რეგულაციებთან შესაბამის მემორანდუმს (ქარტია); 

  • შპს-ს რეგისტრაციისთვის შერჩეული სახელის დადასტურებას, (რათა თავიდან აიცილოთ საწარმოს რეგისტრაციის განაცხადის დახარვეზება ან შეწყვეტა);

  • საბანკო ანგარიშის გასახსნელად საჭირო პროცედურებში დახმარებას. მომსახურების სრულ სპექტრს საბანკო ანგარიშის გასახსნელად. 

ბიზნესის წარმოების ფორმები საქართველოში

Business center

შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება (შპს/LLC)

  • რეგისტრაცია 1-2 დღე,

  • მინიმალური სააქციო კაპიტალის არარსებობა,

  • აქციონერებისა და დირექტორების მოქალაქეობისა და საცხოვრებელი ადგილის თაობაზე შეზღუდვების არარსებობა,

  • აქციონერთა დასწრების აუცილებლობის არარსებობა,

  • მარტივი და უპრობლემო პროცესი,

  • დოკუმენტაციის შედგენა ქართულ, ან ინგლისურ და ქართულ ენებზე;

  • საბანკო ანგარიშის გახსნა, როგორც რეზიდენტი, ასევე არარეზიდენტი კლიენტებისთვის. დისტანციური გახსნა შესაძლებელია იმ პირობით, თუ გყავთ ადგილობრივი ადვოკატი (მაგ. ჩვენი ფირმა).

  • ბუღალტრული აღრიცხვა და აუდიტი: საჭიროა ბუღალტრული აღრიცხვა და ყოველთვიური საგადასახადო დეკლარაციის წარდგენა. აუდიტი საჭიროა კონკრეტული ზღვრებისთვის IFRS - საერთაშორისო ფინანსური ანგარიშგების სტადარტები მიღებულია მცირე საწარმოების გარდა. 

  • დაბეგვრა: საქმიანობაზე მოგების გადასახადი - 15%, რაც გადასახდელია მხოლოდ დივიდენდის განაწილებისას. სხვა შემთხვევაში გადასახადი არ გადაიხდება წლის განმავლობაში ან მის ბოლოს.

ინდივიდუალური მეწარმე (IE)

ფიზიკურ პირებს ან ორგანიზაციებს, რომლებიც არიან საქართველოს რეზიდენტი ან არარეზიდენტი პირები, შეუძლიათ მომსახურების მიღება საქართველოს გარეთ და მის ტერიტორიაზე:

  • რეგისტრაცია და საბანკო ანგარიშის გახსნა შესაძლებელია დისტანციურად, მინდობილობით;

  • დაბეგვრა: 20%, ან 1% მცირე ბიზნესის სტატუსის მფლობელებისთვის. მცირე ბიზნესის სტატუსის შესანარჩუნებლად საჭიროა გქონდეთ წლიური ბრუნვა 500 000 ლარზე ნაკლები და სტატუსი მხოლოდ გარკვეული ტიპის ბიზნეს საქმიანობას ენიჭება.  

  • კრიპტოვალუტების გაყიდვიდან მიღებულ მოგებაზე საშემოსავლო გადასახადი არ გადაიხდება

დამატებითი საგადასახადო შეღავათები და სპეციალური სტატუსები

Axis Towers Tbilisi

საერთაშორისო კომპანია (IC) 

  • შექმნილია საქართველოში რეგისტრირებული კომპანიებისთვის, რომლებიც ეწევიან IT სერვისებს ან საზღვაო საქმიანობას,

  • კომპანია იქმნება ისევე, როგორც ადგილობრივი შპს და IC ლიცენზია მიეცემა შემოსავლების სამსახურის მიერ,

  • დაბეგვრა: გათავისუფლებულია დივიდენდის მოგების გადასახადისგან, დღგ-ისა და ქონების გადასახადისგან, შემცირებულია საშემოსავლო გადასახადი CIT-სა და PIT-ზე საქართველოში.

მაგალითი 1. კომპანია დაფუძნებულია საქართველოში, ეწევა პროგრამული უზრუნველყოფის განვითარების მომსახურებას, საქართველოში არსებულ ოფისში, ადგილობრივი ხელმძღვანელობისა და დასაქმებულების მეშვეობით. ამ კომპანიას შეუძლია გასცეს ინვოისები საქართველოში არსებულ იურიდიულ პირებზე 

 

მაგალითი 2. კომპანია დაფუძნებულია საქართველოში, ეწევა საზღვაო საქმიანობას (მაგ. გემის და ეკიპაჟის მართვა, გემის გაქირავება, ტვირთის მართვა, გემთმშენებლობა და რემონტი და ა.შ.) საქართველოში რეგისტრირებული, მის დაქვემდებარებაში მყოფი იურიდიული პირის მეშვეობით.

ვირტუალური ზონის IT კომპანია (VZC)

  • შექმნილია IT  საქმიანობით დაკავებული საქართველოში რეგისტრირებული კომპანიებისთვის,

  • VZ სერთიფიკატის მოპოვების პირობაა საქართველოს ფარგლებს გარეთ მდებარე სუბიექტებისთვის IT მომსახურების მიწოდება

  • კომპანია შექმნილია ისევე, როგორც ადგილობრივი შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემულია შპს და  VZ ლიცენზია;

  • გადასახადები: გათავისუფლებულია საქართველოში საქმიანობით მიღებული საშემოსავლო გადასახადისგან

მაგალითი: საქართველოში დაარსებულია კომპანია, რომელიც ახორციელებს პროგრამული უზრუნველყოფის განვითარებას საქართველოში დაფუძნებული პერსონალის მეშვეობით და ინვოისებს გასცემს უცხოელ (მაგ. პოლონელი/შვეიცარიელი/გერმანელი/რუსი/ა.შ) კლიენტებზე.

სპეციალური სავაჭრო კომპანია (STC)

  • განკუთვნილია საერთაშორისო ვაჭრობით დაკავებული ქართული კომპანიებისთვის,

  • არის სასაწყობო საქმიანობის ნებართვის მქონე  - საწყობში საქმიანობის განმახორციელებელი საწარმო,

  • კომპანია შექმნილია ისევე, როგორც ადგილობრივი შპს და შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემულია STC ლიცენზია,

  • STC სერტიფიკატის მოპოვების პირობაა საქართველოს ფარგლებს გარეთ ვაჭრობა,

  • დაბეგვრა: გათავისუფლებულია საქართველოში საქმიანობით მიღებული საშემოსავლო გადასახადისგან

 

მაგალითი: საქართველოში დაარსებული კომპანია, რომელიც ყიდულობს საქონელს ჩინეთიდან და ყიდის პოლონეთში.

თავისუფალი ინდუსტრიული ზონები (FIZ) საქართველოში

ყველა თავისუფალი ზონა ინვესტიციების განსახორციელებლად ქმნის ძლიერ სტიმულს, ისეთს როგორიცაა 100% - იანი უცხოური საკუთრება, საქმიანობით მიღებული მოგების საშემოსავლო დაბეგვრის არარსებობა, არანაირი შეზღუდვა კაპიტალისა და მოგების რეპატრიაციაზე, არანაირი გაცვლითი კონტროლი და არანაირი შეზღუდვა ინვესტიციების განხორციელებაზე ნებისმიერ ინდუსტრიულ სექტორში. 

მნიშვნელოვანი შენიშვნები

 

  • თიზ-ის საგადასახადო შეღავათების გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ სამეწამეო საქმიანობაზე,

  • სამეწარმეო საქმიანობა უნდა განხორციელდეს თიზ-ის ტერიტორიაზე,

  • თიზ-ში წარმოებული საქონელი გათავისუფლებულია ევროკავშირის იმპორტის გადასახადისგან. 

Free Industrial Zones image

მზად ხართ განავითაროთ თქვენი ბიზნესი და ინვესტიცია ჩადოთ საქართველოში?

მოუთმენლად ველით აღნიშნულთან დაკავშირებით თქვენთან საუბარს

bottom of page