საემიგრაციო სერვისები
არ აქვს მნიშვნელობა რა მიზნით გეგმავთ ახალ ქვეყანას ეწვიოთ: დისტანციურად მუშაობას აპირებთ, უფრო შესაბამის გარემოს ეძებთ თქვენი ბიზნესის სამართავად, თუ უბრალოდ საცხოვრებელი ადგილის შეცვლა გსურთ. ჩვენ ვიცით, რომ უამრავი საფიქრალი გაქვთ და მზად ვართ მოგაწოდოთ დეტალური ინფოირმაცია სხვა იურისდიქციაში დამკვიდრებასა და საქმიანობაზე.
დაივიწყეთ სირთულეები ენობრივ ბარიერთან, კულტურულ სხვაობასა თუ იურიდიულ პროცესებთან დაკავშირებით - ჩვენ დაგეხმარებით ყველა შესაძლო საკითხის გადაჭრაში, რათა თავი უსაფრთხოდ და კომფორტულად იგრძნოთ, როგორც პირადი, ასევე კორპორატიული გადაწყვეტილებების მიღებისას.
შეგიძლიათ გვენდოთ
იურიდიული დახმარება
როდესაც ახალ ქვეყანაში მიემგზავრებით სამუშაოდ ან საცხოვრებლად, კანონების ცოდნა აუცილებელია. შესაბამისად, აქტუალური ხდება იურიდიული სერვისები.
კარგად ვაცნობიერებთ ექსპატრიანტების სამართლებრივ საჭიროებებს და ვმუშაობთ იმისთვის, რომ ჩვენს ყველა კლიენტს ჰქონდეს საჭირო რესურსები, ხელშეწყობა და მრავალმხრივი იურიდიული მომსახურება.
მოცემულ სფეროში ჩვენი მომსახურება მოიცავს, თუმცა არ შემოიფარგლება:
• ბიზნესის რეგისტრაციას;
• საბანკო ანგარიშის გახსნას;
• დოკუმენტების თარგმნას;
• დოკუმენტების ნოტარიულ დამოწმებას;
• კონსულტირებას ინვესტიციების თაობაზე;
• სასამართლო დავებს;
და კიდევ მრავალ სხვას
სამართლებრივ პროცედურებთან დაკავშირებით მიაღწევთ საუკეთესო შედეგებს, ვინაიდან ჩვენი გუნდი საფუძვლიანად იცნობს საქართველოს ადგილობრივ კანონმდებლობასა და რეგულაციებს, რაც საშუალებას გვაძლევს, ნებისმიერი სამართლებრივი საკითხის ირგვლივ, სწრაფად და სრულყოფილად აღმოგიჩინოთ დახმარება.
იგრძენით თავი დაცულად!
დაბეგვრის საკითხები
საგადასახადო საკითხები ყოველთვის იქცევს დიდ ყურადღებას და წარმოშობს გარკვეულ მღელვარებას.
მდიდარი გამოცდილების მქონე ჩვენი გუნდი გთავაზობთ ყოვლისმომცველ საკონსულტაციო მომსახურებას, რომელიც დაგეხმარებათ, როგორც ემიგრანტი, გათვიცნობიერდეთ ადგილობრივ ნორმატიულ აქტებში და თავი მშვიდად იგრძნოთ.
ამ მიმართულებით ჩვენი მომსახურება მოიცავს:
• საგადასახადო რეზიდენტობას;
• საგადასახადო განაკვეთებზე საქართველოში;
• წინასწარ გადაწყვეტილებებზე საგადასახადო ორგანოდან
• დაქვითვებზე,
• სხვადასხვა ტიპის ბიზნესის სტიმულირების თაობაზე
აგრეთვე "IBCCS საქართველოს" გუნდს გააჩნია გამოცდილება შესთავაზოს მომხმარებელს საუკეთესო სტრატეგიები დაბეგვრის მინიმუმამდე შემცირების და შემოსავლის ზრდისთვის.
რელოკაცია
"IBCCS საქართველო" გთავაზობთ მომსახურების სრულ კომპლექტს რელოკაციისათვის - როგორც კორპორატიული, ასევე ინდივიდუალური კლიენტებისთვის.
მთლიანი პროცესის განმავლობაში ჩვენი გამოცდილი კონსულტანტები დაგეხმარებიან და მოგცემენ რჩევებს:
• საიმიგრაციო დახმარებაზე,
• სატრანსპორტო საშუალებების გადაზიდვაზე,
• შინაური ცხოველის გადაყვანაზე,
• ნივთების შენახვაზე,
• აპარტამენტის ან სახლის მოძიებას, დაქირავებასა და შეძენაზე.
გარდა ამისა, საემიგრაციო საზოგადოებასთან ჩვენი კონტაქტების ძლიერი ქსელი თქვენთვის ხელმისაწვდომს გახდის ისეთ ღირებულ რესურსებს, რომელიც დაგეხმარებათ უმტკივნეულოდ განახორციელოთ ადგილმდებარეობის შეცვლისთვის საჭირო ცვლილებები. ჩვენ გაწვდით მნიშვნელოვან ცოდნას შესაბამისი კულტურული წესჩვეულებების, სხვა დამფუძნებლების თუ პერსონალის შესახებ და გაგიწევთ დახმარებას ადგილმდებარეობის ცვლილების სრული პროცესის განმავლობაში.
უძრავი ქონება
ეძებთ ბინას დასაქირავებლად, გინდათ შეიძინოთ იდეალური ქონება ან ოფისი თქვენი ბიზნესისთვის?
უძრავი ქონების მიმარტულებით ჩვენი მრავალფეროვანი გამოცდილების გათვალისწინებით, შესაძლებლობა გვექნება სწრაფად და მარტივად შევარჩიოთ იდეალური უძრავი ქონება, რომელიც თქვენს ყველა საჭიროებას დააკმაყოფილებს.
ასევე გაგიწევთ უძრავ ქონებასთან დაკავშირებული იურიდიულ საკითხების შესახებ კონსულტაციას:
• დოკუმენტაცია და ნორმატიულ აქტები;
• საუკეთესო განაკვეთით იპოთეკური სესხის აღება;
• რემონტი;
• უძრავი ქონების გაქირავება;
• უძრავი ქონების სრულ მენეჯმენტი.
ჩვენი პროფესიონალების გამოცდილი გუნდი ენთუზიაზმით ეხმარება კლიენტებს გონივრული გადაწყვეტილებების მიღებაში და ზრუნავს ყველა დეტალზე.
რეზიდენტობა საქართველოში
საქართველო მნიშვნელოვან იურისდიქციას წარმოადგენს საერთაშორისო საგადასახადო დაგეგმარების მიმართულებით, ვინაიდან ლოიალურ საგადასახადო და განვითარებულ, სტაბილურ საბანკო სისტემას გთავაზობთ.
ევროპისა და აზიის შორის მდებარე ქვეყნის ეკონომიკა მჭიდროდაა ინტეგრირებული რეგიონალურ და საერთაშორისო ბაზრებთან.
ამჟამად საქართველო მსოფლიოში მეშვიდე ადგილზეა ბიზნესის წარმოების სიმარტივით და იგი ხდება ერთ ერთი ყველაზე მიმზიდველი ქვეყანა ბიზნესისა და წარმოების რელოკაციისთვის.
საქართველოში ბინადრობის მოწმობის მიღების ძირითადი ბენეფიტებია:
-
კონკრეტული უცხოური წარმოშობის შემოსავლის დაბეგვრისგან გათავისუფლება (მაგ. უცხოური დივიდენდები);
-
კრიპტოვალუტის მოპოვების დაბეგვრისგან გათავისუფლება;
-
არ არის CRS (ანგარიშგების საერთო სტანდარტი);
-
ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადის (PIT) და იურიდიული პირის საშემოსავლო გადასახადის (CIT) დაბალი განაკვეთი;
-
ორმაგი დაბეგვრის შესახებ ხელშეკრულება (DDT) 56 ქვეყანასთან
საიმიგრაციო კანონმდებლობის თანახმად, საქართველოს რეზიდენტად ჩაითვლება ფიზიკური პირი, რომელიც ფაქტობრივად იმყოფება საქართველოს ტერიტორიაზე 183 დღე ან მეტ ხანს ნებისმიერი უწყვეტი კალენდარული 12 თვის პერიოდში.
თუ განიხილავთ საქართველოს რეზიდენტობას, არსებობს რამდენიმე პირობა, რომელსაც უნდა აკმაყოფილდებდეთ:
1. შრომითი ბინადრობა
იურიდიული პირის საქართველოში რეგისტრაცია და დამქირავებლად ყოფნა. შენიშვნა: საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირის წლიური ბრუნვა უნდა იყოს მინიმუმ 50 000 ლარი ერთ დასაქმებულ უცხოელზე და ხელფასი უნდა იყოს მინიმალური შემოსავლის შესაბამისი - 450 ევრო თვეში
2. უძრავი ქონების შეძენა
მინიმალური ღირებულება 100 000 აშშ დოლარი (ექვივალენტი ეროვნულ ვალუტაში)
3. საქართველოში ინვესტირება
ინვესტიციის მინიმალური ოდენობა 300 000 აშშ დოლარი (ექვივალენტი ეროვნულ ვალუტაში)
შენიშვნა: ინვესტიციად არ ითვლება ქონების ან სხვა მოძრავი ან უძრავი ქონების შესყიდვა. ასევე უნდა დასაქმდეს მინიმუმ 3 საქართველოს მოქალაქე.