top of page

"მეწარმეთა შესახებ" საქართველოს ახალ კანონში მნიშვნელოვანი ცვლილებებია


ibccs.tax - იურიდიული, საგადასახადო და საბუღალტრო საკითხების მოგვარება

თუ ქართულ ბაზარზე მოქმედი მეწარმე ხარ, აუცილებლად მოინიშნე ეს თარიღი კალენდარში, რადგან მეწარმეთა შესახებ ახალ კანონში ბოლო დროს შეტანილი საკანონმდებლო ცვლილებები ბიზნეს გარემოს ნამდვილად შეცვლის.


2025 წლის 1 აპრილამდე ყველა რეგისტრირებულმა ბიზნესმა (გარდა ინდივიდუალური მეწარმეებისა და არასამეწარმეო ორგანიზაციებისა) უნდა განაახლოს რეგისტრირებული მონაცემები.


განვიხილოთ, რას ნიშნავს ეს ცვლილებები ბიზნესისთვის და როგორ შეცვლის ეს ყველაფერი მეწარმეთა საქმიანობას. ცვლილება ეხება 2022 წლის 1 იანვრამდე საქართველოში რეგისტრირებულ ბიზნესს.



რა დგას სასწორზე იმ შემთხვევაში, თუ რეგისტრირებულ მონაცემებს არ განაახლებთ?


შესაბამისობის ვადების იგნორირება სარისკოა, რადგან შესაძლოა გამოიწვიოს მთელი რიგი შეფერხებები:

  1. შეზღუდული უფლებამოსილება: შესაძლებლობა წარმოადგინოთ, მართოთ და აწარმოოთ ბიზნესი 

  2. საბანკო და ფინანსური შეზღუდვები: შესაძლოა შეიზღუდოს საბანკო ოპერაციები და კრედიტზე ხელმისაწვდომობა.

  3. საგადასახადო ჩართულობა: შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღოთ საგადასახადო ოპერაციებში


როგორ მოვიქცეთ, რომ ეს შეზღუდვები თავიდან ავიცილოთ? 

  1. გადახედვა და განახლება: შეაფასეთ საწარმოს არსებული სარეგისტრაციო მონაცემების შესაბამისობა ახალ კანონთან შესაბამისობისთვის.

  2. დამფუძნებელთა გადაწყვეტილება: დარწმუნდით, რომ დამფუძნებელთა გადაწყვეტილება დოკუმენტირებულია და დამტკიცებულია საწარმოს დამფუძნებლების მიერ.

  3. წარდგენა ეროვნულ სააგენტოში: საჭირო ცვლილებები წარადგინეთ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში.



შეუსაბამობის შედეგები

ვადების დაუცველობა არ შემოიფარგლება მხოლოდ ბიზნესის შეფერხებით. ვალდებულების დადგენილ ვადებში შეუსრულებლობა, პირველ ეტაპზე გამოიწვევს მეწარმის რეგისტრაციის შეჩერებას, მეორე ეტაპზე რეესტრი იღებს ხარვეზის დადგენის შესახებ გადაწყვეტილებას, რასაც უფრო სერიოზული შედეგები მოჰყვება, როგორიცაა საბოლოოდ მეწარმის რეგისტრაციის გაუქმება. 


მიუხედავად იმისა, რომ ახალი ცვლილებები უფრო მკაცრ შესაბამისობის მოთხოვნებს აწესებს, ამავდროულად, ხელს უწყობს ბიზნეს საქმიანობის განვითარებას. ეს ცვლილებები არის არა მხოლოდ სამართლებრივი აუცილებლობა, არამედ საფეხური უფრო მყარი ბიზნეს პრაქტიკისკენ.



ნუ დაელოდებით ვადის მოახლოებას! შეუწყვეთ ხელი თქვენი ბიზნესის შეუფერხებელ განვითარებას დღესვე!


თუ გჭირდებათ დახმარება ამ ცვლილებებში გასარკვევად, დაუკავშირდით ჩვენს გუნდს, რათა მიიღოთ თქვენზე მორგებული სერვისი:





Commentaires


bottom of page